გურამ დოჩანაშვილი ,,კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
(მაქსიმალური ქულა 38)
1. რესპონდენტისთვის
დასასმელი კითხვები თავად შეარჩია თამაზმა თუ წინასწარ გადაეცა?
_______________________________________________________________________________
2. რისი
,,თავისუფლება“ მიენიჭა მას?
_______________________________________________________________________________
3. რა
ნიშნით შეარჩია მან რესპონდენტებად ფოტოგრაფები?
_______________________________________________________________________________
4. რომელ
ლიტერატურულ პერსონაჟს მიამსგავსა ვასიკო კეჟერაძემ თამაზი?
_______________________________________________________________________________
5. თამაზის
აზრით,რატომ არ შეიძლებოდა,რომ რესპონდენტი გიჟი ყოფილიყო?
_______________________________________________________________________________
6. რატომ
უწოდებს ვასიკო ხელმძღვანელს და თამაზს,,მისალოცებს“?
_______________________________________________________________________________
7. როგორ
მიანიშნებს ავტორი,რომ ჰალსტუხი თამაზისთვის მხოლოდ სავალდებულო აქსესუარია?
_______________________________________________________________________________
8. რატომ
არ უყვარს ვასიკოს ფილმები?
_______________________________________________________________________________
9. როგორი
ტანსაცმელი მოსწონს ვასიკო კეჟერაძეს?
_______________________________________________________________________________
10. ფსიქოლოგის
აზრით,რით აიხსნება,რომ ადამიანს ეძინება სრულიად შეუფერებელ ვითარებაში?
_______________________________________________________________________________
11. რატომ
მიიჩნევს ვასიკო,რომ აქვს კარგი კომუნალური პირობები?
_______________________________________________________________________________
12. რატომ
ჩათვალა ხელმძღვანელმა,რომ ფოტოგრაფი საინტერესო რესპონდენტია?
_______________________________________________________________________________
13. რა
ნიუანსით მიანიშნა ავტორმა,რომ თამაზს ეშინია ვასიკოსთან ხელმეორედ შეხვედრის?
_______________________________________________________________________________
14. როგორ
ცდილობს თამაზი,რომ თავი დაღწიოს არასასურველ რეალობას?
_______________________________________________________________________________
15. ვინ
არის კლიმი?
_______________________________________________________________________________
16. რა
ჰმართებს თურმე ლიტერატურის მოყვარულ კაცს წიგნის წაკითხვის შემდეგ?
_______________________________________________________________________________
17. რითი
ხსნის კეჟერაძე,რომ არასდროს არ კარგავს დროს(თუნდაც მაღაზიის რიგში დგომისას)
_______________________________________________________________________________
18. ვასიკოს
აზრით,როდის იფიტება და კვდება ადამიანის ტვინი?
_______________________________________________________________________________
19. რატომ
მიიჩნევს ვასიკო,რომ მათემატიკა არ არის ზუსტი მეცნიერება?
_______________________________________________________________________________
20. რომელ
სიტყვას ჰგავდა კაცი,რომელმაც კეჟერაძეს საცოლე წაართვა?
_______________________________________________________________________________
21. როგორ
ადამიანი არ უყვარს ყველაზე მეტად ლიტერატურის მოყვარულ კაცს?
_______________________________________________________________________________
22. რა
მოიმოქმედა ვასიკომ,რომ კორესპონდენტთან საუბარში
ხელი არავინ შეუშალოს ?
_______________________________________________________________________________
23. კარცერ-ლუქსში მოხვედრილ უსაქმურ ჯეელს როდემდე ექნებოდა
თავისუფალება აღკვეთილი ?
_______________________________________________________________________________
24. ვასიკოს
აზრით,რა სიკეთე უნდა მოჰყვეს კარგი მოთხრობის წაკითხვას?
_______________________________________________________________________________
25. რით
უნდა იყოს დაკავებული კარცერ-ლუქსში მოთავსებული ჯეელის დარაჯი?
_______________________________________________________________________________
26. რასც
ნიშნავს ,,სიტყვებით თამაში?“
_______________________________________________________________________________
27. წიგნის
წაკითხვამდე,რა უნდა ისწავლოს დამწყებმა კლიმმა?
_______________________________________________________________________________
28. რას
მიიჩნევს ვასიკო ყველაზე უსიამო ხმად?
_______________________________________________________________________________
29. რა
არის ის ერთადერთი,რაც დანამდვილებით იცის ადამიანმა?
_______________________________________________________________________________
30. რით
განსხვავდებიან მისალოცები და კაცნი,რომელთაც ლიტერატურა ძალიან უყვართ?
_______________________________________________________________________________
31. რით
აიხსნება,რომ ლიტერტურაზე შეყვარებულ კაცს სიკვდილის ნაკლებად ეშინია?
_______________________________________________________________________________
32. რა
საერთო აქვს ღვინის სმასა და კითხვას?
_______________________________________________________________________________
33. როდემდე
დააყოვნებდა ვასიკო მსხვილმან-მსხვილმან ვაჭრებს კარცერ ლუქსში?
_______________________________________________________________________________
34. ვასიკო
კეჟერაძე კარცერ-ლუქსის სასურველ კონტინგენტად ლოთებს მიჩნევს,რატომ?
_______________________________________________________________________________
35. როგორია
მწერლის ვასიკოსეული იდეალი?
_______________________________________________________________________________
36. რა
ადგილი უკავია საქართველოს მსოფლიოს ,,პოეტურ რუკაზე“?
_______________________________________________________________________________
37. რა
სუბიექტური ფაქტორით არკვევს ვასიკო,რომ ნამდვილად ღირებულ რამეს კითხულობს?
_______________________________________________________________________________
38. რა ახალი წინადადება შექმნა ავტორმა
,,სიტყვათა თამაშით“?
_______________________________________________________________________________
გურამ რჩეულიშვილი
,,ალავერდობა“
ჯემალ ქარჩხაძე ,,იგი“
გურამ დოჩანაშვილი
,,კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
გურამ რჩეულიშვილი
,,ალავერდობა“
1. გურამ რჩეულიშვილი წერს:
,,საქართველოში კი სულ წვიმდა და წვიმდა,მაგრამ
ასეა ცნობილი,რომ ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდია და ჩამოსულები,უბრალოდ არ უჯერებენ
წვიმას“
რაზე
საუბრობს ავტორი?
ა. ამინდის ჭირვეულობაზე; ბ. საქართველოს იმიჯზე;
გ. ,,ჩამოსულების“ ენთუზიზმზე; დ. მოულოდნელ გაავდრებაზე.
2. გაიხსენეთ, ვინ/რა გრძნობდა ,,სადღაც
უსასრულო სიღმიდან მომავალი უმანძილო მინდვრის“ არსებობას? (მინდვრისა,რომელიც რამის სიბნელეში არ ჩანდა):
ა. მოდარაჯე კაცის თვალი (გალაკტიონ
ტაბიძის ლექსის მსგავსად);
ბ. სტუმარი,რომელიც სიბნელეს ციხის
მაღალი ბურჯიდან გასცქეროდა;
გ. კახელი კაცის სხეული;
დ. დასავლეთის ქარი(გაპიროვნება),რომელიც
ცაზე ვარსკვლავების გამოჩენისთანავე დაუბერა.
3. გურამ რჩეულიშვილი ციხის ბურჯზე მყოფ
კაცზე წერს:
,,მღეროდა კაცი თავისი ხმით, შრიალებდა
ბუნება თავისი ხმით და მხოლოდ ახლა,შუაღამის ხანს,დამყარდა მთლიანი,უნაპირო დღესასწაული
ალაზნის ველზე“
რა
ამყარებს ავტორის მინიშნებით,დღესასწაულს ალაზნის ველზე?
ა. კაცის სიმღერა; ბ. ბუნების შრიალი;
გ. შუაღამის იდუმალება; დ. კაცისა და ბუნების ჰარმონია.
4. როგორია ავტორის თქმით ალავერდის ტაძარი?
ა. თეთრი ჭალიდან გამოვარდნილი გედივით;
ბ. ამაღლებული–წამებულთა სულებივით;
გ. თეთრი–თეთრად შემოსილი მათხოვარივით;
დ. უბრალო და დიადი.
5. გურამ დოჩანაშვილი წერს,რომ ღამენათევი,პატიოსანი,ღვთისა
და შრომის პატივისმცემელი გლეხები ტაძრის მიდამოებს მზის ამოსვლამდე ტოვებენ:
,,ღრეობის ადგილას
რჩება ღვინო,ჩარდახები საქეიფო და უაზროდ,უოჯახოდ,უინტერესოდ დარჩენილი ნამთვრალევი
ხალხი“
რას
მოასწავებს ტაძრის მიდამოებში ,,ნამთვრალევი ხალხის“ დარჩენა?
ა.
მათ სულიერ განწმენდას; ბ. ღრეობას;
გ. გულის ავსებას; დ. დღესასწაულის
ბუნებრივ და კეთილ ენერგიას.
6. როგორ მოვლენად მიაჩნია ავტორს ის,რომ
ალავერდობაზე, ქრისტიანულ დღესასწაულზე, მუსლიმებიც
იკრიბებიან?
ა. მაშინდელ ჩვევად,როცა ალავერდში
სპარსული გარნიზონი ფუნქციონირებდა;
ბ. ბახუსის ინტერნაციონალიზაციის შედეგად;
გ. საქართველოსტვის არაუცხო მოვლენად;
დ. სანახაობისა და ერთობის სიყვარულად.
ჯემალ ქარჩხაძე ,,იგი“
7.რას ჰქვია დღის თვალი და ღამის თვალი?
ა. მზესა და მთვარეს; ბ. მთებსა და მზის ათინათს;
გ.
ორივე მათგანი ბელადის ზედწოდებაა;
დ.
ორივე მათგანი ტიტულია,რომელსაც ბელადი დღისა და
ღამის
ნადირობაში თავგამოჩენილ თვისტომთ უბოძებს
ხოლმე.
8. რას ნიშნავს ,,შიმშილის მონადირება“?
ა. წარუმატებელ ნადირობას;
ბ. შიმშილის დაოკებას;
გ. შიმშილის მოკვლას;
დ. ბელადის უსიტყვო მორჩილებას.
9. რითი გამოირჩევა ძველი ბელადის მსვლელობა
დიდი დაძინების ქარაფისაკენ ყველა სხვა ანალოგიური მსვლელობისაგან?
ა. ძველ ბელადს
არ დაუყვირია და უკანაც არ მოუხედავს;
ბ. ძველი ბელადი
აჩქარებით მიაბიჯებდა;
გ. ძველ ბელადს
ბოლო ხემდე არ მიჰყოლიან;
დ. ძველ ბელადს
დაუძახეს.
10. რა მოქმედებს იგის ცვლილებაზე?
ა.ახალი ბელადის უგვანო ქცევა;
ბ. ბრბოს ფსიქოლოგიაზე დაკვირვება;
გ. ძველი ბელადის ღირსეული ქცევა;
დ. ,,დიდი დაძინების“ გააზრება.
11. როდის გრძნობს იგი მარტოობას?
ა. როცა ნიზე ფიქრობს;
ბ. როცა ძველი ბელადის ნაკვალევზე ფიქრობს;
გ. როცა სხვებთან ერთად არის;
დ. როცა მარტოა.
12. ტროპული აზროვნების რომელი სახეობა
გამოიყენება მოცემულ ფრაზაში: ,,წუხილმა არაფერი უპასუხა:?
ა. მეტაფორა; ბ. გაპიროვნება;
გ.ჰიპერბოლა; დ. შედარება.
13. ვინ ჭამს სიკვდილმისჯილი იგის წილ ხორცს?
ა. ბელადი; ბ. ზუ;
გ. არავინ(ამ ხორცს გამოქვაბულის წინ
ხეზე ჰკიდებენ);
დ. არავინ ( ამ ხორცს გამოქვაბულის
წინ მიწაში მარხავენ).
14. რას შეიგრძნობს იგი სიკვდილის წინ?
ა. რომ ნი აღარ არის ისეთი,როგორიც
იყო;
ბ. რომ ვიწროშუბლიანი თვისტომები ზუს
მოხრიან;
გ. რომ ერტად ხედავს ზუს, სხივოსან
ტომს და თავის განათებულ სხეულს;
დ. რომ აღმართის ხე,სადაც მისი თვისტომები დგანან,სუნთქავს.
გურამ დოჩანაშვილი
,,კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
15. რომელი წიგნებით უნდა დაიწყოს, ვასიკო
კეჟერაძის თქმით,კარცერ–ლუქსში მოთავსებული ადამიანის განსწავლა?
ა. სარაინდო რომანებით;
ბ. დიდასოებიანი.ნახატებიანი;
გ. ზღაპრების;
დ. შარადების,რებუსების,გამოცანების.
16. რაში ხედავს ვასიკო კეჟერაძე ლიტერატურის
როლს?
ა. ის ცხოვრების სარკეა;
ბ. მისი ძალა აღმართს ხნავს;
გ. ის ადამიანს გაუკეთესებაში ეხმარება;
დ. ისტორიულ სახეებს უკვდავებას ანიჭებს.
17. რით ამსგავსებს ვასიკო კეჟერაძე ღვინისა
და წიგნის კითხვას?
ა. ექსტაზით;
ბ. შედეგიტ( ორივე ათრობს);
გ. მიჯაჭვულობით;
დ. შედეგით (ორივეს პიროვნული თავისუფლებისაკენ
მივყავართ).
18. რა წარმოადგენს ვასიკოსათვის ლიტერატურული
ნაწარმოების ხარისხის ინდიკატორს?
ა. დრო (ღირებულმა რამემ დროს უნდა
გაუძლოს);
ბ. სისხლის წნევა (ღირებული რამის კითხვისას
სისხლის წნევა უნდა გაიზარდოს);
გ. კრიტიკოსის აზრი;
დ. მარცხენა ხელი მაჯიდან იდაყვამდე,(ღირებული
რამის წაკითხვა აუცილებლად დაბურძგლავს).
19. როგორია მწერლის კეჟერაძისეული იდეალი?
ა. სავარძელში ჩამჯდარი მხცოვანი კაცი;
ბ. მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა;
გ. დაფნის გვირგვინით მოსილი მხცოვანი
კაცი;
დ. თეთრტაიჭოსანი და ფარაბჯარმშვილდოსანი
ჭაბუკი.
20. რატომ შეიძლება, რომ სიტყვა ,,მაშასადამე“
ზედმეტი იყოს?
ა. წინადადებაში არაფერს ცვლის;
ბ. ხელმძღვანელი მას უადგილოდ წარმოთქვამს;
გ. ძალიან გრძელი სიტყვაა;
დ. გაურკვეველი წარმომავლობის სიტყვაა.
მაქსიმალური ქულა 20 მიღებული
შედეგი
პასუხები
1- ბ. 2 - გ. 3 - დ .
4 - ა. 5 - ბ .
6 -გ. 7- ა .
8 - ა. 9 - ა. 10 - გ.
11 -გ. 12 - ბ. 13 -ა.
14 - გ . 15 - ბ . 16 - გ.
17 - დ. 18 - დ. 19 - ბ.
20 - ა.
1. წაკითხულის
გააზრება
ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი რევაზ ინანიშვილის მოთხრობიდან `ფიროსმანი~:
იმ შემოდგომას ერთი ფრანგი მოცეკვავე ქალი ჩამოვიდა, მარგარიტა ერქვა. ცეკვით ხომ ცეკვავდა, ლამაზი იყო _ მთელი თბილისი გადარია.Eეს გაფცქვნილი თავადები და თავქარიანი სტუდენტები უკანასკნელ ხონჯრებსაც კი აგირავებდნენ, ოღონდ ამ ქალისთვის ერთხელ მაინც მოეკრათ თვალი. თეატრის წინ ზედახორა ჰქონდათ გამართული. იყო ხორხოცი, ბილწსიტყვაობა, ჟინიანი ხვიხვინი და ათასი სხვა ოხრობა.
აბა, ფიროსმანი რაღა დღეში ჩავარდებოდა _ ლამაზი რამის გულისთვის ეშმაკსაც კი რომ მიჰყიდიდა სულს! ტყავი გაიძრო, ვიღაც სპეკულანტი ააშენა და პარტერის პირველ რიგში გამოიჭიმა.
ზის და ელოდება.
აიხადა ფარდა. გამოჩნდა ის დედოფალასავით თვალებფოფინა მარგარიტა.Dდარბაზმა იქუხა, ვიღაც-ვიღაცები დასაბმელები გახდნენ.Fფიროსმანი კი ზის და მარტო ის ემჩნევა, რომ წელში იმართება და სახე ებადრება თანდათან.Aასე ამაღლებული, სახეგაბრწყინებული იჯდა პირველ განყოფილებაზე, ანტრაქტზე, მეორე განყოფილების დაწყებისას... მერე უცებ წამოდგა, უკან გაიყოლა უამრავი დამცინავი თვალი და გარეთ გავარდა. თავისი ღვინის სარდაფი, მთელი უძრავ-მოძრავით, ვიღაც სომხის მიკიტანს მიაჩეჩა, სურათები იყო თუ იარაღები, ისიც ზედ მიაყოლა, აღებული ფულით მებაღეებს და საყვავილეებს ჩამოუარა, რაც კი თბილისში შემოდგომური ყვავილები იყო, მთლიანად იყიდა, ათი ეტლი დააზვინინა და სასტუმრო `პალას-ოტელს~ მიაყენა.
წარმოდგენის შემდეგ ბანკეტი ჰქონდათ. მარგარიტას იქ შეგვიანებოდა და სასტუმროში გათენებისას დაბრუნდა. ყვავილებით სავსე ეტლები სასტუმროს წინ ასე ორ მწკრივად იდგა.
_ მეჩვენება თუ რა არისო, _ შიშით შეჩერდა მარგარიტა, მაგრამ ამ დროს ქართულ ქულაჯაში გამოწყობილი ბიჭი წარუდგა წინ, ერთი დიდი ხავერდოვანი ვარდი მიართვა და თავაზიანად მოახსენა:
_ ამ ვარდს და ამ ყვავილებს მხატვარი ფიროსმანი გიძღვნით თქვენო.
მარგარიტა არაერთი ევროპელი თავიგლეჯია ვაჟკაცის დარდიმანდობის მიზეზი ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს მაინც პირველად ხედავდა.
_ მხატვარი? თვითონ მხატვარი სად არისო.
ამაზეც უბრალოდ, თავაზიანად მოახსენეს: აქ ჩვენთან, მტკვრისპირას, ბაღია, ბაღში დიდი ხეები დგას და დიდი მთვარე იცის. ფიროსმანი ახლა იქა ზის და თქვენს სადღეგრძელოს სვამსო.
ამან მთლად გადარია მარგარიტა: წავალ და მე თვითონ ვნახავო.Mმაგრამ ვიღაც დარბაისლებმა უდროობა მოიმიზეზეს, ვიღაცებმა ხვალინდელი დღე შეახსენეს, თვითონაც იფიქრა _ ვაითუ დაღლილ-დაქანცულს ცუდი შთაბეჭდილება დაეტოვებინა მხატვარზე, რომელიც უთუოდ დიდი გემოვნების პატრონი ჩანდა, დანაღვლიანდა, განმარტოვდა და მერე თვალცრემლიანმა იმ ქართულქულაჯიან ბიჭს თავისი სურნელოვანი სადარბაზო ბარათი გაატანა `ბატონ ფიროსმანთან~: ნაშუადღევისათვის, დიდის მოწიწებით, თავისთან იწვევდა.
ფიროსმანი ცას შესწვდა სიხარულით. ვინც კი აიარ-ჩამოიარა, ყველა სუფრაზე მიიპატიჟა.
ეს დალოცვილი სასმელი უგემურად არასოდეს არ სჩვენებია, მაგრამ იმ დღეს მთლად გახელდა. ფიალას ფიალაზე სცლიდა, ტიროდა, იცინოდა, ყველაფერი ელამაზებოდა, ყველაფრის გულში ჩახუტება უნდოდა, ყველაფერზე მტლად დადებას ეპირებოდა.
გათენდა. ამოვიდა მზე.
_ გეყოფა, ნაშუადღევს სხვაგან ხარ წასასვლელიო! _ რამდენჯერმე შეახსენეს მეგობრებმა, მაგრამ ფიროსმანმა ნაშუადღევამდე ვერ იმყოფინა ვერც ღვინო, ვერც იეთიმ გურჯის ლექსი...
გვიან ღამით წამოდგა. ქამარი გაისწორა, პიჯაკს მკლავი გაუყარა და ეტლი `პალას-ოტელისაკენ~ დააძვრევინა.
იქ შემდეგი მოახსენეს:
_ ქალბატონი მარგარიტა ნაშუადღევიდან ვიღაცას ელოდა, ნერვიულობდა, წუხდა, სხვა არავინ მიუღია... ხოლო ცხრა საათზე პეტერბურგს გაემგზავრა თავის თეატრთან ერთადო.
ფიროსმანმა ეტლამდე ძლივს მიათრია მოწყვეტილი ფეხები, ზედ აბობღდა, ისევ ორთაჭალისკენ დაახვევინა, იქ ბალახზე წაიქცა, ხელადა ჩაიხუტა და გაქვავდა.
დავალების შესასრულებლად ყურადღებით გაეცანით ტექსტს.
კითხვებზე პასუხების გაცემა მაშინ დაიწყეთ, როდესაც ტექსტის შინაარსი მთლიანად გასაგები იქნება. მოცემული ოთხ-ოთხი პასუხიდან აირჩიეთ მხოლოდ ერთი და შემოხაზეთ.
(1) 1.
რამ ააფორიაქა შემოდგომის თბილისი? (1) 2. რომელია ფრაზეოლოგიზმი?
ა) გაფცქვნილი თავადების წინდაუხედაობამ. ა) `ეშმაკსაც მიჰყიდიდა სულს~.
ბ) თავქარიანი სტუდენტების თავხედობამ. ბ) `პირველ რიგში გამოიჭიმა~.
გ) ფრანგი მოცეკვავის მომხიბვლელობამ. გ) `სადარბაზო ბარათი გაატანა~.
დ) ქართველი მხატვრის ხელგაშლილობამ. დ) `ფიროსმანი წელში იმართება~.
(1) 3.
რომელ ფრაზაშია გადმოცემული მხატვრის განცდები?
ა) `აღებული ფულით მებაღეებს და საყვავილეებს ჩამოუარა...~
ბ) `სურათები იყო თუ იარაღები, ისიც ზედ მიაყოლა...~
გ) `უკან გაიყოლა უამრავი დამცინავი თვალი...~
დ) `წელში იმართება და სახე ებადრება თანდათან...~
(1) 4.
მხატვრის რომელი მოქმედება გახდა დასაცინი? (1) 5. რამ გააოცა ფრანგი მოცეკვავე თბილისში?
ა) სპეკულანტისათვის დიდი თანხის გადახდა. ა) ბანკეტზე მყოფთა დახვეწილმა გემოვნებამ.
ბ) უამრავი `შემოდგომური~ ყვავილის ყიდვა. ბ) თბილისელი მაყურებლის ოვაციამ.
გ) ფრანგი მოცეკვავის კონცერტის მიტოვება. გ) უცნობი მხატვრის უჩვეულო საჩუქარმა.
დ) ღვინის სარდაფის სახელდახელოდ გაყიდვა. დ) ქართულმა ეროვნულმა ტანსაცმელმა.
(1) 6.
უცნობი თაყვანისმცემლის საჩუქრის მიხედვით, რას მიხვდა მარგარიტა?
ა) უცნობი გემოვნებიანი ადამიანი იყო.
ბ) უცნობი ძალიან შეძლებული იყო.
გ) უცნობი ნამდვილი დარდიმანდი იყო.
დ) უცნობი ფუქსავატი კაცი იყო.
(1) 7.
რომელმა არგუმენტმა გადააფიქრებინა მარგარიტას ორთაჭალის ბაღში წასვლა?
ა) არ ღირდა უცნობ თაყვანისმცემელს თვითონ ხლებოდა.
ბ) ბაღში მთვრალები იქნებოდნენ და თავს უხერხულად იგრძნობდა.
გ) გვიან იყო და მომავალი დღის გეგმები აერეოდა.
დ) დაღლილი ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენდა მხატვარზე.
(1) 8. ფიროსმანის რა თვისება ( 9. რასთან ქმნის კონტრასტს ფიროსმანის
გამოჩნდა ქეიფის ეპიზოდში? დამოკიდებულება მარგარიტას მიმართ?
ა) დარბაისლობა. ა) ვიღაც დარბაისლების ტაქტიან რჩევასთან.
ბ) დარდიმანდობა. ბ) თეატრთან შეყრილი ახალგაზრდების ბილწსიტყვაობასთან.
გ) თავაშვებულობა. გ) თეთრქულაჯიანი ბიჭის თავაზიან მანერებთან.
დ) მოკრძალება. დ) ფიროსმანის თანამესუფრეების მრავლისმთქმელ მინიშნებებთან.
(1) 10. რომელი ფრაზა გამოხატავს ამ ტექსტის მთავარ სათქმელს?
ა) `ეს დალოცვილი სასმელი უგემურად არასოდეს არ სჩვენებია~.
ბ) `ლამაზი რამის გულისთვის ეშმაკსაც კი მიჰყიდიდა სულს~.
გ) `მერე უცებ წამოდგა, უკან გაიყოლა უამრავი დამცინავი თვალი~.
დ) `რაც კი თბილისში შემოდგომური ყვავილები იყო, მთლიანად იყიდა~.
2. ტექსტის
რედაქტირება
დაშვებულია 10 სტილისტურ, მორფოლოგიურ-სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომა:
ზოგი რამ მარილის შესახებ
მარილი ადამიანს უხსოვარი
დროიდან აქვს ხმარებაში. მას სიმბოლური მნიშვნელობაც კი მიცეს. რომაელი მწერალი პლინიუსი
ამტკიცებს, რომ ძველ რომში არცერთი მსხვერპლათ შეწირვა უმარილოდ არ სრულდებოდა. ეგვიპტეში
და აფრიკის სხვა ქვეყანებში მარილს იყენებდენ ავგაროზათ. სენეგალში სწამდათ, რომ თუ
კაცი წარმოთქვამდა ფრაზას „ჩვენ ვჭამთ მარილს“, იგი ხიფათს აიცილებდა თავიდან. რუსეთში
პური ზედ დადებული მარილით სტუმარ-მასპინძლობის, კეთილი შეხვედრის სიმბოლოდ გადაიქცა.
შორეულ წარსულში მარილს ძალიან ძვირი ფასი ედო, განსაკუთრებით ძველ რუსეთში. როცა მარილზე
გადასახადებები იზრდებოდა, იწყებოდა „მარილის ამბოხებები“.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეფასების რუბრიკა:
ქულათა
საერთო ჯამი:
20
წაკითხულის გააზრება:
10 ქულა
(თითოეული პასუხი
1 ქულა)
#
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
სწორი პასუხები
|
გ
|
ა
|
დ
|
გ
|
გ
|
ა
|
დ
|
ბ
|
ბ
|
ბ
|
ტექსტის რედაქტირება: 10 ქულა
(თითოეული სიტყვის
/ ფრაზის შესწორება 1 ქულა)
ზოგი რამ მარილის შესახებ
მარილს
ადამიანი უხსოვარი დროიდან ხმარობს (მოიხმარს / იყენებს). მას სიმბოლური მნიშვნელობაც კი მისცეს. რომაელი მწერალი პლინიუსი ამტკიცებს,
რომ ძველ რომში არც ერთი მსხვერპლად შეწირვა უმარილოდ არ სრულდებოდა.
ეგვიპტესა და აფრიკის სხვა ქვეყნებში მარილს იყენებდნენ ავგაროზად. სენეგალში სწამდათ, რომ თუ კაცი წარმოთქვამდა ფრაზას
„ჩვენ ვჭამთ მარილს“, იგი ხიფათს აიცილებდა თავიდან. რუსეთში პური, ზედ დადებული მარილით, სტუმარ-მასპინძლობის, კეთილი შეხვედრის სიმბოლოდ
გადაიქცა. შორეულ წარსულში მარილი ძალიან ძვირად
ფასობდა, განსაკუთრებით ძველ რუსეთში. როცა მარილზე გადასახადები იზრდებოდა, იწყებოდა „მარილის ამბოხებები“.
ჯემალ ქარჩხაძე ,,იგი“
7.რას ჰქვია დღის თვალი და ღამის თვალი?
ა. მზესა და მთვარეს; ბ. მთებსა და მზის ათინათს;
გ.
ორივე მათგანი ბელადის ზედწოდებაა;
დ.
ორივე მათგანი ტიტულია,რომელსაც ბელადი დღისა და
ღამის
ნადირობაში თავგამოჩენილ თვისტომთ უბოძებს
ხოლმე.
8. რას ნიშნავს ,,შიმშილის მონადირება“?
ა. წარუმატებელ ნადირობას;
ბ. შიმშილის დაოკებას;
გ. შიმშილის მოკვლას;
დ. ბელადის უსიტყვო მორჩილებას.
9. რითი გამოირჩევა ძველი ბელადის მსვლელობა
დიდი დაძინების ქარაფისაკენ ყველა სხვა ანალოგიური მსვლელობისაგან?
ა. ძველ ბელადს
არ დაუყვირია და უკანაც არ მოუხედავს;
ბ. ძველი ბელადი
აჩქარებით მიაბიჯებდა;
გ. ძველ ბელადს
ბოლო ხემდე არ მიჰყოლიან;
დ. ძველ ბელადს
დაუძახეს.
10. რა მოქმედებს იგის ცვლილებაზე?
ა.ახალი ბელადის უგვანო ქცევა;
ბ. ბრბოს ფსიქოლოგიაზე დაკვირვება;
გ. ძველი ბელადის ღირსეული ქცევა;
დ. ,,დიდი დაძინების“ გააზრება.
11. როდის გრძნობს იგი მარტოობას?
ა. როცა ნიზე ფიქრობს;
ბ. როცა ძველი ბელადის ნაკვალევზე ფიქრობს;
გ. როცა სხვებთან ერთად არის;
დ. როცა მარტოა.
12. ტროპული აზროვნების რომელი სახეობა
გამოიყენება მოცემულ ფრაზაში: ,,წუხილმა არაფერი უპასუხა:?
ა. მეტაფორა; ბ. გაპიროვნება;
გ.ჰიპერბოლა; დ. შედარება.
13. ვინ ჭამს სიკვდილმისჯილი იგის წილ ხორცს?
ა. ბელადი; ბ. ზუ;
გ. არავინ(ამ ხორცს გამოქვაბულის წინ
ხეზე ჰკიდებენ);
დ. არავინ ( ამ ხორცს გამოქვაბულის
წინ მიწაში მარხავენ).
14. რას შეიგრძნობს იგი სიკვდილის წინ?
ა. რომ ნი აღარ არის ისეთი,როგორიც
იყო;
ბ. რომ ვიწროშუბლიანი თვისტომები ზუს
მოხრიან;
გ. რომ ერტად ხედავს ზუს, სხივოსან
ტომს და თავის განათებულ სხეულს;
დ. რომ აღმართის ხე,სადაც მისი თვისტომები დგანან,სუნთქავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий